მაილი საირუსისა და ცნობილი ბრენდის Converse-ის კოლაბორაციის შედეგის სურათები გავრცელდა. როგორც სურათებიდან ჩანს ახალი კედები მაილი საირუსის სტილშია შექმნილი. მომღერალმა სურათები საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე დადო და წარწერა გაუკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ის აღფრთოვანებულია ახალი კედებით, რასაც მის მიერ გამოქვეყნებული სურათებიც ადასტურებს.