სტილისტები ვარსკვლავების მნიშვნელოვანი დამხმარეები არიან. მათ პასუხისმგებლობაზეა როგორ გამოიყურებიან ცნობილი ადამიანები წითელ ხალიჩასა თუ ყოველდღიურობაში. "ყველაზე მოდური ვარსკვლავის" წოდების მიღებისას მათი წვლილიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
#1 მელ ოტენბერგი
რიანას სტილისტი
ვინ მოუტანა Dior-თან კონტრაქტი და გახადა ის ყველაზე განხილვადი პერსონა Met Gala-ზე? გაიცანით მელ ოტენბერგი, რომელიც მანამდე ბრიტნი სპირსის საკონცერტო კოსტიუმებსა და შარლიზ ტერონის "დიორის" ჩაცმულობაზე აგებდა პასუხს. სტილისტმა და მომღერალმა ერთმანეთი 2006 წელს გაიცნეს, მაგრამ თანამშრომლობა 5 წლის შემდეგ დაიწყეს. "ოფისში ვიყავი, როდესაც რიანას აგენტმა დამირეკა და მკითხა შევძლებდი თუ არა კოსტიუმების შექმნას იმ კონცერტისთვის, რომელიც 3 დღეში იგეგმებოდა." მას შემდეგ ერთად მუშაობენ და რიანას გიჟურ, თავზეხელაღებულ სამოსზე პასუხს სწორედ ის აგებს.
#2 მიქაელა ერლანგერი
ჯარედ ლეტოს სტილისტი
მიქაელა სამედიცინო კოლეჯში სწავლობდა, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა პროფესიონალი სტილისტი გამხდარიყო. ის აცმევდა ლუპიტა ნიონგოსა და ვაინონა რაიდერს. თუმცა მისი გამორჩეული კლიენტი ჯარედ ლეტოა.
#3 მარნი სენოფონტე
ბიონსე
ბიონსე მხოლოდ მარნის გემოვნებას ენდობა. ისინი 2013 წლიდან თანამშრომლობენ. სწორედ სენოფონტემ მოიფიქრა ყველა ჩაცმულობა ალბომისთვის Lemonade. ის ვარსკვლავს ყველაზე შრომისმოყვარე ადამიანად ასახელებს მსოფლიოში.
#4 მეივ რაილი
ჰეილი ბოლდუინის სტილისტი
ცოტა ხნის წინ ჰეილის ამერიკის ყველაზე მოდური გოგონა უწოდეს. მისი სამოსი ყოველთვის განხილვადია და დადებით კრიტიკას იმსახურებს. მის გარეგნულ იერზე მეივ რაილი ზრუნავს.
#5 ჯეიმი მიცრაჰი
კეტი პერი
მის მრავალფეროვან გიჟურ სამოსს სწორედ ამ ქალბატონს უნდა ვუმადლოდეთ. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი სტილისტებს ხშირად იცვლის, "მიცრაჰის ეპოქა" ყველაზე დაუვიწყარია მის კარიერაში.