Forbes-ის მიხედვით, 2017 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი კენდალ ჯენერია! 22 წლის სუპერმოდელმა ამ სტატუსის ჩამორთმევა ჟიზელ ბუნდჰენისთვის შეძლო, რომელიც რეიტინგში 2002 წლიდან ყოველ წელს ლიდერობს.
ჯენერმა ამ წელს 22 მილიონი $ გამოიმუშავა, ჟიზელმა კი მხოლოდ 17.5 მილიონი $.
მესამე ადგილას 13.5 მილიონი $-ით კრისი ტეიგენი მოხვდა, მეოთხეზე კი 10.5 მილიონი $-ით ადრიანა ლიმა.
მეხუთე-მეექვსე ადგილებს ჯიჯი ჰადიდი და როზი ჰანტინგტონი 9.5 მილიონი $-ით ინაწილებენ.
დუეტს კარლი კლოსი 9 მილიონი $-ით მოყვება, მერვე ადგილას კი ლიუ ვენია, რომელმაც 6.5 მილიონი $ გამოიმუშავა.
ბოლო ადგილებს ბელა ჰადიდი 6 მილიონი $-ით, ხოლო ეშლი გრემი 5.5 მილიონი $-ით იკავებენ.