გუშინ საღამოს, შანხაიში 2017 წლის Victoria's Secret-ის შოუ ჩატარდა, რომელშიც მოდელების რეკორდული რაოდენობა იღებდა მონაწილეობას. ჩვენების შემდეგ, ბრენდმა მოდელებს წვეულებაზე უმასპინძლა, სადაც ლამაზმანებმა თავი სექსუალური კაბებით მოიწონეს. Victoria's Secret-ის მთავარ "ანგელოზს", ადრიანა ლიმას დევიდ კომას შექმნილი შავ-თეთრი კაბა ეცვა ბრენდისთვის Mugler:
მანამდე, 18 ნოემბერს, შანხაიში Mercedes-Benz Backstage Secrets-ის ღონისძიება ჩატარდა, სადაც ბრენდის მეორე მთავარმა მოდელმა, კარლი კლოსმა ასევე ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას კაბა მოირგო, ამჯერად საკუთარი ბრენდის შემოქმედებიდან.