რამდენიმე დღის წინ ჟურნალმა Time-მა დაანონსა 2017 წლის 25 საუკეთესო გამოგონების საკუთარი ვერსია, სადაც Iphone X-თან, ყავის სპეციალურ ჭიქებთან და ნაყინთან ერთად რიანას ბრენდი Fenty Beauty-იც მოხვდა.
მაღალპიგმენტური ჩრდილების, სახის კანის ულტრამბზინავი გამაღიავებლის, რუმიანის და თხევადი საპონის გარდა Fenty Beauty-ს შეუძლია იამაყოს საკუთარი ტონალური კრემებით, რომლის 40 ფერს ფლობს. სწორედ ამ ტონალურმა კრემებმა მიიპყრო Time-ის ყურადღება.
„ჩვენ ყველანი გამოვირჩევით კანის ინდივიდუალური ფერით, ამიტომ მე გადავწყვიტე დამეწყო 40 ფერით“ - განმარტა რიანამ და დაამატა, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ეს ტონალური კრემები ქალების ყურადღებას მსგავსი მასშტაბურობით მიიპყრობდა.
„ზოგიერთი ქალი “თავის“ ფერს პირველად პოულობს და ეს შესანიშნავია“ - განაცხადა მომღერალმა.
მომღერალს ფრანგულმა "ვოგმა" საშობაო სპეციალური გამოშვება მიუძღვნა: