შანხაიში, Victoria's Secret-ის წლევანდელი შოუს ჩაწერა ცოტა ხნის წინ დაიწყო. საერთაშორისო ტრანსლაციას მსოფლიო 28 ნოემბერს ელის. ახლახან დარბაზიდან გადაღებული ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ერთ-ერთი აზიელი მოდელი, მინგ ჰი გამოსვლისას თავს ვერ იკავებს და იქცევა. 28 წლის მოდელისთვის ეს Victoria's Secret-ის ისტორიაში უკვე მეხუთე გამოსვლაა. მინგ ჰის მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორებიც არიან: Chanel, Dior, Jason Wu და Tom Ford.