American Music Awards 2017-ის დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში Microsoft Theater-ის თეატრში 19 ნოემბერს გაიმართა. საღამოს სტუმრები იყვნენ ჰაიდი კლუნი, ნიკოლ კიდმანი, ჯენა დევან-ტატუმი, დემი ლოვატო და სელენა გომესი, რომელმაც, ყველასთვის გასასკვირად, იმიჯი შეიცვალა და საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგა ქერა თმით.
პირველი პრემია „წლის არტისტი“ ბრუნო მარსმა მოიპოვა. მას ასევე წილად ხვდა ჯილდოები „წლის ვიდეოს“ (That's What I Like), „საუკეთესო ალბომი სოულის/R’n’B-ს ჟანრში“, და „საუკეთესო სიმღერა სოულის/R’n’B-ს ჟანრში“ (That's What I Like).
საღამოს კიდევ ერთი ტრიუმფატორი ნიკოლ კიდმანის მეუღლე კიტ ურბანი გახდა. ავსტრალიელი მომღერალი ქანთრის სტილში საუკეთესო შემსრულებელად აღიარეს და „ქანთრის სტილში საუკეთესო ალბომის“ (Ripcord) ჯილდოც გადასცეს, მან ასევე „ქანთრის სტილში საუკეთესო სიმღერის“ (Blue Ain't Your Color) პრიზის მოპოვებაც შეძლო.
ბიონსემ სოული/R’n’B-ის ჟანრში საუკეთესო ქალი შემსრულებლის ტიტულის მოპოვება მოახერხა, შაკურამ კი საუკეთესო ლათინოამერიკელი არტისტის ჯილდო დაიმსახურა. დრეიკმა „საუკეთესო რეპ/ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის“ პრიზი მიიღო, ლედი გაგა კი წელს „პოპ/როკის სტილში საუკეთესო შემსრულებელად“ აღიარეს. „წლის დუეტის“ ჯილდოს მოპოვება ჯასტინ ბიბერმა, ლუისა ფონსმა და Daddy Yankee-მ მოახერხეს. მათმა საერთო ნამუშევარმა Despacito ყველა რეკორდი მოხსნა YouTube-ზე. „წლის ტურნეს“ სტატუსი Coldplay-ის ხვდა წილად. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯგუფის სოლისტი კრის მარტინი „გრეის ორმოცდაათი ელფერის“ ვარსკვლავს დაკოტა ჯონსონს ხვდება.
პოპ/როკის სტილში საუკეთესო ჯგუფად Imagine Dragons აღიარეს, ალტერნატიული მუსიკის საუკეთესო შემსრულებლად კი ჯგუფი Linkin Park. შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს ჯგუფის სოლისტმა ჩესტერ ბენინგტონმა 41 წლის ასაკში ცხოვრება სუიციდით დაასრულა.
წყვილები წითელ ხალიჩაზე
1. Madelaine Petsch & Travis Mills
2. Evan Ross & Ashlee Simpson
3. DJ Khaled, Asahd Khaled & Nicole Tuck
4. Carey Hart & Pink
5. Nicole Kidman & Keith Urban
6. Chrishell Stause & Justin Hartley
7. Justin Mikita & Jesse Tyler Ferguson
8. Violetta Komyshan & Ansel Elgort