ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში სახელად სანია, ყოველწლიური სილამაზის კონკურსი "მის მსოფლიო 2017" ჩატარდა. გამარჯვებული 20 წლის ინდოელი მანუში ჩჰილარია. სილამაზის ახალი დედოფალი ჰარიანას შტატიდანაა, სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს, ინდური ცეკვებითაა დაკავებული და არაჩვეულებრივად ფლობს ინგლისურსა და ჰინდის ენას.
მეორე ადგილზე მექსიკელი ანდრეა მეზა გავიდა, ხოლო მესამეზე ბრიტანელი სტეფანი ჰილი.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ორგანიზატორებმა საცურაო კოსტიუმების დეფილეზე უარი თქვეს და ყურადღება გოგონების პირად ღირებულებებზე გაამახვილეს.
წლის ყველაზე პრესტიჟულ სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს ,,იმიჯ ცენტრის” მოდელი, ,,ვიცე მის საქართველო 2016”, 23 წლის ქეთი შეყელაშვილი წარადგენდა.