Victoria Beckham-ის ბრჭყვიალა ფეხსაცმლის დებიუტი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე შედგა და სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხსაცმელი გახდა. დიზაინერმა ის გაყიდვაში ახლახან გამოუშვა.
აქსესუარს ვიქტორიამ თავისი ერთადერთი ქალიშვილის ჰარპერის სახელი უწოდა. ფეხსაცმელი ვერცხლისფერსა და წითელ ფერშია წარმოდგენილი და მისი ფასი 495 ფუნტია.
"ამის ყურებისას შეგიძლია თქვა, რომ პატარა გოგონა გყავს"-განაცხადა ბექჰემმა. პოდიუმზე ისინი შარვლებს შეუხამა და ცხოვრებისეულ გამოყენებაზეც ისაუბრა: "ატარეთ ის ყოველდღიურ ტანისამოსთან ერთად. მე მათ ჯინსებთან ერთად ვიცმევ."