მოდის სამყარომ 77 წლის ლეგენდარული დიზაინერი აზედინ ალაია დაკარგა. ტუნისელმა დიზაინერმა კარიერა Guy Laroche-ში, Dior-სა და Thierry Mugler-ში დაიწყო, 1980 წელს კი საკუთარი მოდის სახლი Azzedine Alaїa დაარსა. განუმეორებელი შემოქმედის მუზები სინდი კროუფორდი, მადონა, ლინდა ევანგელისტა და კრისტი ტარლინგტონი იყვნენ. აზედინს ნაომი კემპბელთან განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა, ის ახალგაზრდობისას ამოარჩია და მისი კაბების წარდგენისთვის საყვარელ მოდელად ექცა. ალაიას ხმაურიანი ცხოვრება არ სურდა და შერჩეული საზოგადოებისთის დახურულ ჩვენებებს აწყობდა. წითელ ხალიჩაზე მისი კაბების მორგებაზე ჰოლივუდის ყველა ვარსკვლავი ოცნებობდა. ის ქალის ფიგურის სილამაზეს განსაკუთრებული ფორმებით წარმოადგენდა. გავიხსენოთ მისი შედევრები წითელ ხალიჩაზე:
#1 რიანა
#2 ნაომი კემპბელი
#3 ნიკოლ კიდმანი
#4 დაიანა კრუგერი
#5 ალესანდრა ამბროსიო
#6 უმა თურმანი
#7 კენდალ ჯენერი
#8 სკარლეტ იოჰანსონი
#9 როზამუნდ პაიკი
#10 მარიონ კოტიარი
#11 შარლიზ ტერონი
#12 ლედი გაგა