ნიუ-ორლეანის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში პლანეტის ცნობილი ჩოგბურთელი ქალბატონის საქორწილო წვეულება შედგა. სერენა უილიამსი სოციალური ქსელი Reddit-ის დამაარსებელს, ალექსის ოჰანიანს გაყვა ცოლად. ცერემონიალს ბიონსე, ევა ლონგორია, კიმ კარდაშიანი, კელი როულენდი და სხვა ცნობადი სახეები ესწრებოდნენ. 1 მილიონი დოლარი ღირებულების წვეულება დახურული იყო და პაპარაცებმა მხოლოდ რამდენიმე ფოტოს დაფიქსირება შეძლეს. ექსკლუზიური ფოტოების გადაღების უფლება კი Vogue-ს ერგო. მედია საუბრობს, რომ ქორწინება დისნეის მულტფილმის "ურჩხული და მზეთუნახავის" მოტივების მიხედვით იყო გაფორმებული. წყვილის პირველი ცეკვა სწორედ ამ ანიმაციური ფილმის საუნდტრეკის, Tale as Old as Time-ის ფონზე შედგა.
პატარძალს Alexander McQueen-ის ელეგანტური კაბა ეცვა. ღონისძიების ბოლოს, ალექსისი მეუღლეს გრძნობებში საჯაროდ გამოუტყდა: "შენ საუკეთესო ხარ საუკეთესოთა შორის. არამხოლოდ როგორც სპორტსმენი, არამედ როგორც დედა და როგორც ცოლი. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ზღაპრის ახალი თავის წერას ერთად შევუდგებით. ვერც კი ვაცნობიერებდი, რომ თურმე მთელი ცხოვრება ამ მომენტს ველოდი. ყველაფერი რაც ცხოვრებაში გამიკეთებია და 34 წლის მანძლზე კარიერაში შემიქმნია, ყველაფერი უფერულდება იმის ფონზე, რაც დღეს მე და შენ გავაკეთეთ. ძალიან მიყვარხარ და შენი დიდი მადლიერი ვარ".
სერენა და ალექსისი უკვე 2 წელია ერთად არიან. 2017 წლის 1 ნოემბერს მათ ქალიშვილი, ალექსის ოლიმპია შეეძინათ.
მეჯვარეები
ბიონსე
სიარა და ევა ლონგორია