16 ნოემბერს ჩოგბურთელი ვარსკვლავი, სერენა უილიამსი დაქორწინდა. 36 წლის სპორტსმენის რჩეული 34 წლის ბიზნესმენი, Reddit-ისდამაარსებელი ალექსის ოჰანიანია, რომელსაც ქორწინებამდე 2 წელი ხვდებოდა. მათ ერთმანეთი 2015 წელს, რომში გაიცნეს. ბიზნესმენმა სერენას ხელი სწორედ იმ სასტუმროში სთხოვა, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ. სექტემბერში წყვილს ქალიშვილი გაუჩნდა, რომელსაც ალექსისი დაარქვეს.
ცერემონია ახალ ორლეანში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, The Contemporary Art Center-ში ჩატარდა. ღონისძიებას უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა: ევა ლონგორია, კიმ კარდაშიანი, ბიონსე, ანა ვინტური და აშ. პაპარაცების სურათების მიხედვით დარბაზი ვარდებით იყო გაფორმებული.
ევა ლონგორია:
ანა ვინტური
კიმ კარდაშიანი
ბიონსე
ჯეიზი ბლუ აივისთან ერთად
სიარა