Vetements-მა ცნობილ სპორტულ ბრენდთან, Reebok-თან თანამშრომლობით სპორტული ფეხსაცმელების ახალი მოდელები შექმნა. ბრენდის უფროსმა გურამ გვასალიამ განაცხადა, რომ Vetements-ის გუნდი კოლექციაზე ორი წელი მუშაობდა. გურამის განცხადებით, ფეხსაცმელს მტვერი 30 წელზე მეტხანს ედო. Vetements x Reebok-ს იმ საიდუმლო ლოკაციაზე არსებულ მაღაზიაში გამოფენენ, რომელიც ჰონკგონგში 18 ნოემბერს გაიხსნება.