Victoria's Secret-ის შოუმდე სულ რაღაც 2 კვირა დარჩა. ბრენდის სუპერმოდელები ჩვენებისთვის აქტიურად ემზადებიან და დიდ ძალისხმევას ხარჯავენ.
#1 ადრიანა ლიმა
თავდაჯერების ნაკლებობა
„კარიერის დასაწყისში საერთოდ არ ვიყავი თავდაჯერებული. ინდუსტრია სასტიკია და როცა უცნობი მოდელი ხარ, არ იცი კარგ სამსახურს იშოვნი თუ ზურს შეგაქცევენ. უარი არასდროსაა მარტივი. სიმტკიცე უნდა გაგაჩნდეს, რომ ცხვირი არ ჩამოუშვა. თავდაჯერება გამოცდილებას მატებასთან და შვილების გაჩენასთან ერთად მომემატა. მხოლოდ შემდეგ შევძელი საკუთარ მიმზიდველობაში დარწმუნებული გავხდარიყავი. ეს კი კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც დამეხმარა. ამიტომაც, დაივიწყეთ ყველა და ყველაფერი და იმოქმედეთ!“
#2 ალესანდრა ამბროსიო
სხვა მოლოდინები
ქალიშვილის გაჩენის შემდეგ, წონის დასაკლებად მხოლოდ 3 თვე მქონდა. ამან ძალიან დამძაბა: მოდელები ყველა მხრიდან განიცდიან ზეწოლას. ახლა არამხოლოდ ფიგურაზე, არამედ ენერგიაზეც ვსაუბრობ, რომელიც შოუს შემდეგ საერთოდ არ გრჩება. ცხოვრებაში დასაბრუნებლად საუკეთესო ხერხი ჩემთვის მთელი ღამე ცეკვა იყო.“
#3 ქენდის სვეინპული
სხეულის მიმართ თავდაჯერება
ჩემი სხეულის მიმართ თავდაჯერებული მხოლოდ მაშინ ვარ, როცა ვიცი, რომ სასურველი ფორმების მისაღწევად რაც შესაძლებელი იყო ყველაფერი გავაკეთე. ჩემი ძლიერი მხმარები დიდი ხნის წინ გავაცნობიერე და აქცენტის გაკეთებას მათზე ვცდილობ.
#4 მარტა ჰანთი
რატომ ვარჯიშები?
მინდა საკუთარი თავი მაქსიმალურად შევინარჩუნო, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს იმაში, რომ ყოველდღე უკეთესი გავხდე. ამისთვის ბევრს ვვარჯიშობ და ჯანსაღ საკვებს ვჭამ. სიგამხდრისკენ არასდროს ვილტვი, მე უბრალოდ მსურს ქალის სხეულის კარგი მაგალითი ვიყო.
#5 ელსა ჰოსკი
ყველაფრის მიტოვება
გაღვიძებისას ჩემ შეყვარებულს ვეწუწუნებოდი, რომ ქალის თეთრეულის ჩაცმა არ მსურდა და ვახსენებდი, რომ წინა ღამით პიცა მივირთვი. მაგრამ სიზარმაცის გამო სამუშაოსთვის ფორმაში ჩადგომა ძალიან სწრაფად გიწევს და ვისწავლე რომ ნერვიულობა საქმეს არ შველის.