რუსმა მოდელებმა, რომლებსაც წლევანდელ, შანხაიში გამართულ Victoria's Secret-ის შოუში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, ჩინეთის ვიზა ვერ მოიპოვეს. მასპინძელმა ქვეყანამ ვიზა ირინა შარიპოვას, ქეით გრიგორიევას და ახალბედა იულია ბელიაკოვას არ მისცა. ამ მიზეზით ჩვენებაში ვერც უკრაინელ დაშა ჰლისტუნს ვიხილავთ.
ჯერჯერობით უცნობია, რატომ არ გასცა ვიზები ჩინეთმა. ჯერ კიდევ ივლისში, ქვეყნის მთავრობა რუსეთთან ურთიერთობას "ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო პერიოდად" მიიჩნევდა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს გადაწყვეტილება 14 წლის რუსი მოდელის გარდაცვალებასთანაა დაკავშირებული, რომელიც სამუშაოდ ჩინეთში იმყოფებოდა. გოგონას დღეში 13 საათი უწევდა მუშაობა.
ირინა შარიპოვა
ქეით გრიგორიევა
იულია ბელიაკოვა
დაშა ჰლისტუნი
Victoria's Secret-ის შოუ შანხაიში, 28 ნოემბერს ჩატარდება. 2 მილიონი ღირებულების fantasy bra-ს ბრაზილიელი მოდელი ლაის რიბეირო წარადგენს. კოსტიუმებზე Balmain-ის კრეატიული დირექტორიც მუშაობს.