ლონდონი მოდის ინდუსტრიის ახალი სახელებით შევსებას განაგრძობს. ამჯერად, პოპულარობას ახალგაზრდული ბრენდი Halpern Studio იხვეჭს. ბრენდს ჯერჯერობით მხოლოდ სამი კოლექცია აქვს, მაგრამ მისი ბრჭყვიალა კაბები უკვე გამორჩეულად პოპულარულმა ლამაზმანებმა მოირგეს, მათ შორის ბიონსემ. ეს მოდური სამოსი წითელი ხალიჩის სენსაცია გახდა და საახალწლო წვეულებებისთვის იდეალურ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.
#1 ბიონსე
#2 ამალ კლუნი
#3 კეტი პერი
#4 რიტა ორა
#5 კაილი მინოუგი
#6 მარიონ კოტიარი
#7 ჯოვანა ბატალია
#8 ლიზი ტიში