ყოველ წელს გარკვეული სამოსი თუ აქსესუარები მოდიდან გადადის და მოპოვებული პოპულარობის მიუხედავად, ერთი სეზონის შემდეგ უკვე უგემოვნოდ და შეუფერებლად მიიჩნევა.
#1 „ბანდაჟის“ კაბა
ოქტომბერში ტრაგიკული ინფორმაცია გავრცელდა: ბრენდ Hervé Léger-ის დამაარსებელი ერვე ლერუ გარდაიცვალა. დიზაინერის მთავარ შემოქმედებით მწვერვალად „ბანდაჟის“ კაბა ითვლება. მას სურდა ნებისმიერი ქალის სხეული იდეალურად ექცია. რაც არ უნდა ვემადლიერებოდეთ ერვეს ამას, ის მაინც გარდერობის უკანასკნელ თაროზე უნდა მოვათავსოთ. ამ სამოსის ეპოქამ უკვე ჩაიარა.
#2 მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი პლატფორმაზე
მოდის სამყარო ცალკე არც მაღალი ქუსლის და არც პლატფორმის წინააღმდეგია, თუმცა ერთად მათ შერწყმას არ წყალობს.
#3 მაღალქუსლიანი ბოტასები
ამ ფეხსაცმელს ბწყინვალების პერიოდი 2011 წელს ედგა. თავის დროზე მათ მაღალქუსლიანები ჩაანაცვლეს და მიზანი მაქსიმალური კომფორტი იყო. ახლა ისინი უკვე ძალიან ძველმოდურია.
#4 ყელსაბამი საყელოს ქვეშ
2012 წელს გავრცელებული ტრენდი წელს უკვე მოსაწყენი გახდა.
#5 დაბალწელიანი ჯინსები
დიდი ზომის მაისურების ეპოქაში ასეთი შარვლების ტარებას აზრი აღარ აქვს. თავის დროზე მათი მიზანი მუცლის გაშიშვლება იყო. 2000-იანები ჯერ ასე არ მოგვნატრებია, რომ ეს სამოსი ავიტანოთ.