ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიალზე "წლის ქალბატონი Glamour-ის მიხედვით" მსოფლიოს პირველად წარუდგინეს ბარბი, რომელსაც ჰიჯაბი აცვია. თოჯინამ ცნობილი მოფარიკავის იბტიჰადჯ მუჰამედის იმიჯი მოირგო. გოგონა პირველი სპორტსმენია, რომელიც შეჯიბრებებში ჰიჯაბით იღებს მონაწილეობას. ინოვაციურ ბარბის "ნაიკის" ფეხსაცმელები აცვია. ამ სპორტული სამოსის კომპანიამ წელს, სპორტული სტილის ჰიჯაბი შექმნა.
ახალი თოჯინა სპეციალური პროგრამის ნაწილია, რომელიც თამამი გადაწყვეტილებების მიღების მოყვარულ ქალებს ეძღვნებათ. თოჯინების ხაზის მიზანია პატარა გოგონები შთააგონოს.