15 წლის თამარ გოგოლაძე კიდევ ერთი ქართველი მოდელია, რომლის სახელიც საქართველოს ფარგლებს გასცდა და ამჯერად ესპანეთში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სააგენტოსთან Blow Models-თან გააფორმა კონტრაქტი. ორი წელია, რაც თამარი სამოდელო სააგენტოს Look Modéls Managemént მოდელია, სწორედ ამ სააგენტოს მოდელები არიან უცხოეთში მოღვაწე დამწყები, თუმცა უკვე წარმატებული მოდელები თაკო ნაცვლიშვილი, მარიშკა ურუშაძე და სხვები. წელს თამარ გოგოლაძემ თბილისის Mercedes Benz Fashion Week-ზე ანუკი არეშიძის ბრენდის Anouki ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.
სამოდელო სააგენტო Blow Models ისეთ ცნობილ ბრენდებთან და ჟურნალებთან თანამშრომლობს, როგორებიც არიან Levi`s, H&M, Zara, Desigual, Pullandbear, Vogue, Harper`s Bazaar, Marie Claire და სხვები...