იმისათვის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შოუ ასეთი შთამბეჭდავი და დაუვიწყარი იყოს, სპეციალური მომზადებაა საჭირო. როცა შოუმდე მხოლოდ ერთი თვე რჩება, Victoria’s Secret-ის მოდელები ბრენდის გარკვეულ წესებს და მოთხოვნებს ემორჩილებიან.
#1 ცხოვრება ქუსლებზე
ერთი თვით ადრე მათ გადასცემენ იმ ფეხსაცმელს, რომლითაც პოდიუმზე უნდა გამოვიდნენ. აქსესუარი მოდელებმა ხშირად უნდა ატარონ, რათა ფეხზე კარგად მოირგონ. ამიტომაც, მათზე დღეში საშუალოდ 5-7 საათი დგანან.
2. ბრენდის თეთრეულის შიგნით თხელ თეთრეულს ატარებენ, რომელიც ზუსტად კანის ტონალობისაა. ამის მეშვეობით იცავენ ჰიგიენას და იდეალური მორგების წყალობით, ზედმეტი არასდროს არაფერი ჩანს.
3. თავად შეუძლიათ აირჩიონ ბიუსჰალტერის ფორმა, იმის მიხედვით, თუ როგორ სურთ მკერდის გამოჩენა.
4. თეთრეულს სხეულზე აწებებენ
მათ თავისუფლად უნდა შეძლონ მოძრაობა ისე, რომ თეთრეულმა უხერხული სიტუაცია არ შეუქმნათ.
5. სამოსს პირდაპირ ტანზე უკერავენ
კოსტიუმის ნაწილი შესაძლოა ჩაცმისას გაიღრვეს, ან მოდელს მორგება გაუჭირდეს - ამ შემთვევებში კულისებში დაქირავებული მკერავები სამოსს პირდაპირ ტანზე უკერავენ.
6. ძილში ღებავენ
შოუს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე სტილისტები და ვიზაჟისტები მოდელების სახის და თმის მოწესრიგებით კავდებიან. თითოეულ მოდელს ამისთვის 4 საათი სჭირდება, ამიტომაც ხანდახან გოგონები თვლემენ კიდეც.
7. ისინი იყენებენ ავტორუჯს
შოუმდე ერთი კვირით ადრე, მოდელები ავტორუჯს იკეთებენ.
8. თითოეულ მათგანს ორი დამხმარე აცმევს და ხდის, რადგანაც ამის გაკეთება თავად ფიზიკურად არ შეუძლიათ.
9. ერთი თვის განმავლობაში დღეში მინიმუმ 2 საათს ვარჯიშობენ.
10. შოუს დღეს სპეციალური მენიუთი შედგენილ საკვებს მიართმევენ და ვალდებულები არიან მიირთვან, რათა პოდიუმზე გონება არ დაკარგონ.