ამერიკული Harper's Bazaar ამერიკული Vogue-ის მსგავსად, თბილისის მოდის კვირეულების განმავლობაში, ქუჩის ჩაცმულობას იღებდა. ფოტოგრაფმა ტაილორ ჯოუიმ ქართველი ქალბატონების სტილი აღბეჭდა. ცნობილი გამოცემა საქართველოს დედაქალაქს მოდის სფეროს მომავალ მნიშვნელოვან ცენტრად მოიაზრებს.