ბრიტანული Vogue-ს დეკემბრის ნომერი გამოვიდა: მას შემდეგ, რაც აპრილში, ახალ რედაქტორად ედვარდ ენინფული დაინიშნა, ჟურნალის პირველი გამოცემა ყველას აინტერესებდა. მოდის ინდუსტრიაში მიიჩნევენ, რომ ბრიტანულ "ვოგში" ახალი ერა დაიწყო: საინტერესოა რას გვთავაზობს ნომერი, რომელმაც გარდატეხა უკვე მოახდინა:
ყდაზე წლის საუკეთესო მოდელის ნომინაციაზე წარდგენილ ედვოა ებოას ვხედავთ:
რედაქტორის სადებიუტო წერილი:
"ძალიან ამაღელვებელია, რომ ასეთი საკულტო მემკვიდრეობა მანდეს. მოხარული ვარ, რომ ნიუ-იორკში ცხოვრების და მუშაობის შემდეგ, ლონდონი ისეთივე დამხვდა, როგორც ახალგაზრდობაში დავტოვე: ვოცნებობდი მოდაზე, ინსპირაციას ყველა ქუჩაზე ვპოულობდი. ამან გადამაწყვეტინა, რომ ჩემი ხელმძღვანელობით გამოსულ Vogue-ს პირველი გამოცემაში ბრიტანეთის რეალური სახე და სული წარმომედგინა."
"რა არის მშვენიერი ქალაქის მთავარი საიდუმლო? ნიჭი"
სედიქ ჰანის და ნაომი კემპბელის დიალოგი ქალაქის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე.
ვიქტორია ბექჰემი
რუბრიკა: "უკან ჩემს ფესვებში"
ბრიტანული მოდა უბრუნდება იმ ადგილს, სადაც ჩამოყალიბდა.
ბრჭყვიალა ფეხსაცმელები
ყველაზე მოთხოვნადი აქსესუარი
ახალი თაობის ამომავალი ვარსკვლავი: მილი ბობი ბრაუნი
ფოტო: პატრიკ დემარშელიე
ედვოას ფოტოსესია
ფოტოგრაფი: სტივენ მეიზელი
რას აკეთებს ქეით მოსი
რჩევები სიყვარულზე, ცხოვრებაზე, მოდაზე, წიგნებზე...