მელანია ტრამპის აზიური ტური მოკლე იყო, ის მხოლოდ 6 დღეს მოიცავდა, თუმცა აშშ-ს პირველმა ლედიმ ამ პერიოდში 10-მდე დიზაინერის სამოსი მოიხდინა.
დღე პირველი:
იაპონია
პალტო: Fendi Striped Coat (4700$)
ფეხსაცმელები: Manolo Blahnik BB 105 Point Toe Pumps ($595)
იაპონიის დედაქალაქში ჩაფრენისას მელანიამ „ფენდი“ მოირგო. მოკავშირეობის გამო, ამერიკის საპრეზიდენტო წარმომადგენლობას ტოკიოში თბილად დახვდნენ. პირველი ლედის პირველი მოდური არჩევანი წარუმატებლად ჩათვალეს.
კაბა: Hervé Pierre (ღირებულება უცნობია)
ფეხსაცმელი: Manolo Blahnik BB 105 Point Toe Pumps ($595)
იაპონიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას მელანიამ Hervé Pierre-ს პალტოს სტილის შავი კაბა არჩია. დიზაინერის, რომელმაც ინაუგურაციაზე მისი თეთრი კაბა შეკერა.
დღე მეორე:
კაბა: Dior ($3 500)
ფეხსაცმელები: Manolo Blahnik BB 105 Metallic Silver Point Toe Pumps ($595)
მელანია და დონალდი მოგვიანებით ტოკიოს საიმპერატორო სასახლეში გაემგზავრნენ, სადაც იმპერატორს და მის მეუღლეს შეხვდნენ. პირველმა ლედიმ საყვარელი სტილის დემონსტრირება მოახდინა: მან ლაკონიურსა და მოსაწყენს შორის იდეალური ბალანსი დაიცვა. „დიორის“ მუქი ლურჯი კაბა იმავე ფერის ქამრით იყო გაფორმებული.
კაბა: Valentino Silk Cape Dress ($3 400)
ფეხსაცმელები: Manolo Blahnik BB 105 Point Toe Pumps ($595)
იმავე საღამოს, საქველმოქმედო საღამოს ესტუმრნენ, სადაც მელანიამ არჩევანი “ვალენტინოს“ გრძელ კაბაზე გააკეთა. თუმცა, იმ საღამოს, მედიის ყურადღება დონალდის დამხმარემ, ჰოუპ ჰიქსმა მიიქცია: ჟურნალისტებს მისი ჩამულობა პირველ ლედიზე მეტად მოეწონათ.
დღე მესამე:
სამხრეთ კორეა
პალტო: Delpozo Structured Long Coat ($4 100)
ფეხსაცმელები: Christian Louboutin So Kate 120 Pumps ($675)
სათვალე: Givenchy Gv7015/s ($277)
კორეაში ჩაფრენისას მელანიამ ორიგინალური ფორმის კაბა ჩაიცვა. ამ ბრენდს ფორმებით თამაში საუცხოოდ გამოსდის. თუმცა ამჯერად სამოსი საქმიანი ღონისძიებისთვის შეუფერებლად ჩათვალეს.
კაბა: J.Mendel Long Sleeve Sequined Lace Turtleneck ($12 500)
სეულის საღამოს ღონისძიებაზე მორგებული სამოსი აზიის ტურში მელანიას ყველაზე ძვირადღირებული კაბა აღმოჩნდა, თუმცა კაბამ პირველი ლედის ბრწყინვალე სხეული არამომგებიანად წარმოაჩინა.
დღე მეოთხე:
პალტო: Alexander McQueen Cashmere Coat ($4 900)
ფეხსაცმელები: Manolo Blahnik BB 105 Point Toe Pumps ($595)
ნაციონალურ სასაფლაოზე, დაღუპულ მებრძოლთა პატივსაცემად, ტრამპის მეუღლემ შავი ასიმეტრიული პალტო და შავი შარვალი არჩია.
დღე მეხუთე:
ჩინეთი
პალტო: Dolce & Gabbana Double Breasted Wool Coat ($2 675)
ფეხსაცმელები: Manolo Blahnik BB 105 Point Toe Pumps ($595)
ჩინეთში ჩასვლისას კი საყვარელ ბრენდს მიმართა. შავი პალტო მელანიას აზიის ტურში გარდერობის მთავარი ნაწილი გახდა: მან სამი სხვადასხვა სტილის შავი პლატო მოირგო.
კაბა: Dolce & Gabbana Lace Applique Dress ($4 000)
ფეხსაცმელები: Christian Louboutin Ballalla Flats ($575)
ამ დღეს, პირველმა ლედიმ ტურის განმავლოაში ნათელი ფერის კაბა პირველად ჩაიცვა. კაბის ორიგინალური ვარიანტი ოდნავ სხვანაირია, დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ, ის მელანიას სხეულისთვის ეფექტურად შეცვალეს.
კაბა: Gucci Embroidered Dress ($15 000)
ფეხსაცმელები: Christian Louboutin So Kate 120 Pumps ($650)
ჩინური ტრადიციების დაცვით, პირველმა ლედიმ ციფაო მოირგო - „გუჩის“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი. აღსანიშნავია, რომ მელანიამ სხვა ვარსკვლავის მიერ ჩაცმული სამოსი პირველად მოირგო: 1 წლის წინ ამ კაბით თავი მარგო რობიმ მოიწონა.
დღე მეექვსე:
პალტო: Dolce & Gabbana ($2 675)
ფეხსაცმელები: Christian Louboutin Ballalla Flats ($575)
აზიური ტურის უკნასკნელ დღეს, მელანიამ ჩნური კედლის მოსანახულებლად გაისეირნა: ამისთვის კი ყველაზე თავშეკავებული იმიჯი არჩია.
საბოლოოდ, პირველი აზიური ტურისთვის აშშ-ს პირველმა ლედიმ 66 ათას დოლარზე მეტი დახარჯა. საშუალოდ, ყოველ ვიზიტზე 11 ათასი დოლარი.