ტოპ-მოდელი და მსახიობი კარა დელევინი ბრიტანული ლეგენდარული ფეხსაცმლის ბრენდის Jimmy Choo-ს ახალი კოლექციის სარეკლამო სახე გახდა. ვიდეორგოლში სახელწოდებით Shimmer in the Dark, მოდელი ნიუ-იორკელ ლამაზმანს წარმოგვიდგენს, რომელიც წვეულებების დედოფლის იმიჯით გვხიბლავს.
"ვფიქრობ, რომ მშვენიერი ფეხსაცმელები, რომლებითაც ნიუ-იორკის ქუჩებში დავსეირნობ, იდეალურად გამოიყურება. ამ ქალაქს არასდროს სძინავს, სიბნელეშიც კი ბრწყინავს. საღამოს კაბების შერჩევა ძალიან მიყვარს. ძირითადად უპირატესობას ექსცენტრიკულ და თამამ სამოსს ვანიჭებ. მომწონს ბრჭყვიალები, თამამი სათვალეები და გიჟური ქუდები."აცხადებს კარა.
ბრენდის კრეატიული დირექტორი დარწმუნებულია, რომ ეს სტილი Jimmy Choo-ს ახალ კოლექციას საუკეთესოდ წარმოაჩენს, რადგანაც ის ახალი წლის დღესასწაულების მაგიას ეძღვნება. ეს ფეხსაცმელები შექმნილია იმისთვის, რომ მთელი ღამე იცეკვო.