იმისთვის, რომ მუდამ მომხიბვლელად და მიმზიდველად გამოვიყურებოდეთ მხოლოდ ლამაზი კაბის, კარგი მაკიაჟის და მოდური თმის ვარცხნილობის შერჩევა არ არის საკმარისი. ქალის იდეალური იმიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ფეხსაცმლის შერჩევა, რადგან ის გვმატებს თავდაჯერებულობას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს საკუთარი იდეალური ფეხსაცმელი აქვს, რომელიც მის გარდერობში აუცილებლად მოიპოვება და ამა თუ იმ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალბატონების სტილს სრულჰყოფს.
ვერძი
ვერძებისთვის შედარებით კომფორტული სპორტული სტილის ფეხსაცმელია, თუმცა საქმიან შეხვედრებსა და წვეულებებზე ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონები ძირითად აქცენტს სწორედ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე აკეთებენ. აუცილებელია, რომ ფეხსაცმელი საინტერესო დეტალებით და არაორდინალურობით გამოირჩეოდეს. ვერძების საყვარელი ფეხსაცმლის ფერი წითელია.
კურო
კუროებისთვის მთავარია ფეხსაცმელი იყოს კომფორტული და მასთან ერთად თავი ჰარმონიულად იგრძნონ. მნიშვნელოვანია, რომ ფეხსაცმელმა რაიმე საქმის შესრულებაში ხელი არ შეუშალოს. ვერძებისგან განსხვავებით, კუროები ცდილობენ აქცენტი ტანსაცმელზე გააკეთონ. უპირატესობას მოსახერხებელ მოდელებს ანიჭებენ, თუმცა ამასთან, აუცლებელია, რომ მათი ფეხსაცმელი ყველაზე მოდური და ძვირადღირებული იყოს. კუროებისთვის მნიშვნელოვანია მიწაზე მყარად დგომა, ამისთვის კი პლატფორმის მქონე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია იდეალური.
ტყუპები
ფეხსაცმლის არჩევისას ტყუპები კრეტიულობას ანიჭებენ უპირატესობას. არავითარი წვეულება და პაემანი არ შედგება განსაკუთრებული ფანტაზიით შექმნილი ფეხსაცმლის გარეშე. ზოდიაქოს ამ ნიშნის მქონე ადამიანებში ყველაზე ხშირად შეხვდებით ქალბატონებს, რომლებსაც ცხოვრების ყველა გამოწვევისთვის აქვთ სპეციალური ფეხსაცმელი.
კირჩხიბი
კირჩხიბის გარდერობი, პირველ რიგში, კლასიკური ნივთებისგან შედგება. ფეხსაცმლის შერჩევისას კირჩხიბი შინაგან ხმას უსმენს. ფეხსაცმელმა არა მარტო მისი თვალები, არამედ სულიც უნდა ასიამოვნოს, ასეთი აქსესუარი შესაძლოა ისე შეუყვარდეს ქალბატონ კირჩხიბს, რომ მასთან განშორება არასდროს მოინდომოს. მისთვის იდეალურია - ღია პასტელური ფერები, რომელიც ერთ ტონში ან ფლორისტულ და ეთნიკურ მოტივებზე იქნება შექმნილი.
ლომი
ზოდიაქოს ეს ნიშანი მიიჩნევს, რომ მისი ფეხსაცმელი აქტუალური უნდა იყოს კონკრეტულ წელს. მისთვის ფეხსაცმელი არა მარტო მისი ცეცხლოვანი ხასიათის გაგრძელება, არამედ მისი კეთიდღეობის გამომხატველი ერთ-ერთი მთავარი დეტალია. ლომისთვის იდეალური ფეხსაცმელი უნდა ბრწყინავდეს და შეიცავდეს ისეთ მასალას, რომელიც ხაზს გაუსვამს მის ძვირადღირებულებას.
ქალწული
ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ფეხსაცმლის შერჩევისას მთავარი მოთხოვნა სიამოვნება და მატერიის მაღალი ხარისხია. ასევე მათ ძალიან მოსწონთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, განსაკუთრებით თუ ის შავი ფერისაა, რადგან შავი ფერი ყველა ტიპის კაბასთან კარგად მიდის.
სასწორი
სასწორები სილამაზეს და ქალურობას აღმერთებენ. მათ უყვართ ლამაზი კაბები, რომანტიკული სარაფანები და ნახევრად გამჭვირვალე მაისურები. ფეხსაცმელების შემთხვევაშიც აქცენტებს ბაფთაზე, ფერად და ბრჭყვიალა მასალაზე აკეთებენ, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს შეხამებული ჩანთის ფერთან.
მორიელი
მორიელების პირადი ცხოვრება ემოციურობითა და ვნებით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნის საყვარელი ფეხსაცმელი დამატებითი პერსპექტივა უნდა იყოს ხასიათის გამოსახატავად. მათ მოსწონთ მოდური და არაორდინალური ფეხსაცმელები, ქუსლის განსაკუთრებული ფორმით. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს აქსესუარი ყველა სეზონზე იყოს აქტუალური.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი ქალბატონების საყვარელი ფეხსაცმელი კეთილ და ლამაზ ზღაპარს უნდა ჰგავდეს - მაღალი, თუმცა კომფორტული ქუსლებით. ასეთი ფეხსაცმელი ზოდიაქოს ამ ნიშანს თავდაჯერებულებას ჰმატებს, ამასთან მათ სიმაღლეზე ყოფნა უყვართ. სასურველია, თუ ფეხსაცმელი ანტიკური ელემნტებით იქნება გაფორმებული - მაღალი სანდლები, ღია საზაფხულო ფეხსაცმელი, პლატინის ელემენტებით.
თხის რქა
ზოდიაქოს ეს ნიშანი მოდას საკმაოდ კონსერვატიულად აღიქვამს, მოსწონს მუქი ნაცრისფერი ან შავი ქუსლები, რომელიც ნატურალური ტყავისგან არის დამზადებული. მათ არ იზიდავთ ბრჭყვიალა და მბზინავი ფეხსაცმელები. ქალბატონ თხის რქებს არ უყვართ ბანალური სამოსი, ამიტომ ცდილობენ რაც შეიძლება ორიგინალური ფერის ფეხსაცმლის შერჩევას, მაგალითად შოკოლადისფერი ან მუქი ლურჯი, მათთვის იდეალური ფეხსაცმელი მოდური და ზედმეტი გაფორმებების გარეშე უნდა იყოს.
მერწყული
ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონები სიამოვნებას იღებენ, როდესაც გარშემო მყოფებს თავისი ექსტრაორდინალურობით აკვირვებენ. მათ ყველასგან განსხვავებული ფეხსაცმელები მოსწონთ. ფეხსაცმლის ბევრი დიზაინერი სწორედ ამ ნიშნის მატარებელია.
თევზები
თევზები ლამაზ ფეხსაცმელებზე გიჟდებიან! ისინი ძალიან დიდ დროს უთმობენ აქსესუარების შერჩევას. წყლის ნიშნის მქონე ქალბატონები უპირატესობას ზღვის ფერებას ანიჭებენ. თევზებს უდაბნოს ან ცხოველების პრინტის მქონე ფეხსაცმელები თავდაჯერებულობას ჰმატებს.