როგორც სჩანს, ჰადიდების ოჯახი ლამაზმანების მთელ დინასტიას აერთიანებს. ბელას, ჯიჯისა და ანვარს მშვენიერი ბიძაშვილი ჯოან ვან დენ ჰერიკი ჰყავთ, რომელსაც ცნობილ სუპერმოდელ დებს ძალიან ადარებენ. ჯიჯის და ბელას დედა, იოლანდა ჰადიდი გვარად სწორედ ვან დენ ჰერიკია.
ჯოანი სააგენტოებთან International Model Management-თან და Maxime Models-თან თანამშრომლობს. სოციალურ ქსელში მუდამ პოზიტიური პოსტებით გამოირჩევა, რის გამოც გულშემატკივრებს ძალიან უყვართ. ახალგაზრდა გოგონა ყველა ქალბატონს შთააგონებს, უყვარდეთ თავიანთი სხეული ისეთი, როგორიც აქვთ.
"უნდა ატარო ის რაც მოგწონს და არ უნდა განაღვლებდეს სხვების აზრი"-მოგვიწოდებს ჯოანი-"მასევდიანებს ფაქტი, რომ ადამიანები ერთმანეთს სამოსის გამო კიცხავენ. თუ ვინმეს მოკლე ქვედაბოლოს და ტოპის ჩაცმა უნდა, დაე ჩაიცვან. თუ ვინმეს დიდი ზომის თბილი მაისურები მოსწონს, ისინი ატაროს. ადამიანებმა თავი თავდაჯერებულად უნდა იგრძნონ". ჯოანი გვარწმუნებს, რომ არც ქალის თეთრეულში უნდა მოგვერიდოს გადაღება.
და ბოლოს, პატარაობაში ჯიჯისთან ერთად: