აშშ-ს პირველი ლედი ქმართან ერთად, საქმიანი ვიზიტით აზიაში მოგზაურობს. მელანია ტრამპი ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე ნამდვილ ფურორს ახდენს. ჩინეთი მელანიასთვის ყვავილოვან ბაღთან ასოცირდება. ლამაზმანმა პეკინში ყოფნისას "გუჩის" ციფაო მოირგო, ჩინური ტრადიციული კაბა ბეწვის სახელოებითა და მაღალიჭრილით. თავდაპირველად ჩინელები თავისუფალი სტილის კაბა-პერანგებს ატარებდნენ, შემდეგ კი უპირატესობა გამოკვეთილ სილუეტს მიანიჭეს - სწორედ მაშინ გაჩნდა ციფაოზე გრძელი ჭრები, რათა ქალების მოძრაობა შებოჭილი არ ყოფილიყო.
მოგვიანებით, მელანიამ კვლავ ჩინური პრინტის კაბა მოირგო. საქველმოქმედო ღონისძიებაზე პირველი ლედი 3000$ ღრებულების კაბით ბრწყინავდა. ღონისძიების შემდეგ, ტრამპის მეუღლე სკოლაში, მოსწავლეების მოსანახულებლად გაემგზავრა.