ევროპასა და აზიაში თინეიჯერის სტატუსით იმოგზაურა და ისეთი ბრენდებისთვის გადაიღეს, როგორებიც არიან: რობერტო კავალი და დონა კარანი. მიუხედავად ამისა, ნუკა ყარალაშვილის საყვარელი ქალაქი თბილისი რჩება. ქართველი მოდელისთვის "მის საქართველოს" სტატუსის მოპოვება ყველაზე დიდი მიღწევა გახდა: "ძალიან შოკირებული და დაბნეული ვიყავი. ძალიან ბევრი გოგონა იყო ჩემს გარდა და არ მეგონა მე თუ ამირჩევდნენ."-აცხადებს 25 წლის მოდელი.
ნუკა ცოტა ხნის წინ თბილისის Mercedes Benz Fashion Week Tbilisi-ზე იღებდა მონაწილეობას, სადაც ცნობილმა გამოცემამ W magazine-მ შენიშნა. "მოდის კვირეულები აქ არასდროს იყო ბევრი. 10 წლის წინ მხოლოდ ერთი კვირეული ტარდებოდა და მონაწილეობა ყველას იქ უნდა მიეღო."
-საუკეთესო სილამაზის ხერხი, რომელიც გისწავლიათ:
-smoky eye-ს საუკეთესოდ გაკეთებას მუქი ყავისფერი ჩრდილის მეშვეობით შეძლებთ.
-საყვარელი სილამაზის ტრენდი:
-ლოყების ნათელი ფერით გამოკვეთა საქართველოში ბოლო ორი წლის მანძილზე ძალიან მოდური გახდა.
-რა განტვირთვას მიმართავთ ჩვენების შემდეგ:
-კითხვა მიყვარს. ინგლისურ წიგნებს ვკითხულობ: ასე ენასაც ვსწავლობ და ლექსიკასაც ვიმდიდრებ. ენერგიისთვის ძილიც მჭირდება, მაგრამ თუ ყველა წვეულებაზე მიდის, რა თქმა უნდა, მეც მივდივარ.
-საყვარელი წიგნები:
-ემი უინჰაუსის ბიოგრაფია მიყვარს, რომელიც მასზე მამამისმა დაწერა. ის ძალიან ემოციურია. ასევე, "გრეის 50 ელფერი".
-საყვარელი მაკიაჟი საღამოსთვის:
-ადრე, წითელ ტუჩსაცხს ვხმარობდი, ახლა კი უპირატესობას ბუნებრიობას ვანიჭებ. ახლა რაც შეიძლება ნაკლები მაკიაჟის გაკეთებას ვამჯობინებ, თუმცა წითელ ტუჩსაცხზე უარს მაინც ვერ ვამბობ.
-საყვარელი ქართველი დიზაინერები:
-ანუკი არეშიძე და ლადო ბოკუჩავა. დიდი ხანია ამ დიზაინერებს ვიცნობ და მათ ყველა შოუზე ვარ ნამყოფი. მათგან საუკეთესოს ვერ გამოვარჩევ. ორივეს ინდივიდუალური სტილი აქვს.
-როდის აღმოგაჩინეს:
-Elite model-ის შეჯიბრზე, როცა 16 წლის ვიყავი. ეს საქართველოში Elite-ის პირველი შეჯიბრი იყო. დედამ მიმიყვანა, იქ კი ორი ათასი გოგონა დამხვდა. დედას ვუთხარი, რომ შანსი არ მქონდა, თუმცა მათ ამარჩიეს.
-სამი რამ რაც ყოველთვისაა შენს ჩანთაში:
-ტელეფონი, ტუჩის ბალზამი და ყურსასმენები.
-მუსიკა, რომელსაც ჩვენებაზე გამოსვლამდე უსმენ:
ჯემიროქვაის Earth, Wind, and Fire, მიყვარს ჯაზისა და როკის ნაზავი.
-სად ხედავ საკუთარ თავს 5 წლის შემდეგ:
-საქართველოში. აქ ყველაფერი საოცარი სისწრაფით იცვლება. სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტი დავამთავრე და სავარაუდოდ ამ სფეროში გავაკეთებ რამეს. ვსაუბრობ ქართულ, რუსულ, იტალიურ, ინგლისურ ენებზე და ბრაზილიის პორტუგალიურის სწავლას ვგეგმავ.
საყვარელი ვარჯიში:
გაგიკვირდებათ და ვარჯიში არ მიყვარს. ჩემი მაქსიმუმი ქუჩაში სიარულია.
პარასკევი საღამოს აქტივობა:
-BLOW-სა და Café gallery-ში დავდივარ. 2 წლის წინ "ბასიანზე" დავდიოდი. ადრე, ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას გავდიოდი, ახლა გასართობად ორ კვირაში ერთხელ გავდივარ.
-ორგანიზმის სილამაზის შენარჩუნებისთვის საჭიროა:
-შვრიის ფაფა და ძილი.