კენდალ ჯენერი მალიბუს სანაპიროზე ახალგაზრდა უცნობ მამაკაცთან ერთად შენიშნეს. აღსანიშნავია, რომ კენდალი ფოტოგრაფიით სერიოზულადაა გატაცებული და ამჯერადაც, თავს ფოტოების გადაღებით იქცევდა. ჯენერი ცნობილი ჟურნალებისთვის და ბრენდებისთვის ფოტოსესიებს არც თუ ისე იშვიათად იღებს და ახლაც, სავარაუდოდ მორიგ პროექტზე მუშაობს.
მიუხედავად იმისა, რომ უცნობ მამაკაცთან ერთად მოდელმა დრო ძალიან მხიარულად გაატარა, მისი გული ცნობილ კალათბურთელს, ბლეიკ გრიფინს ეკუთვნის. სპორტსმენი ცოტა ხნის წინ, კენდალის დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა, რომელიც მოდელმა ოჯახის გარემოცვაში გატარა. ჯენერი კი ბლეიკის თამაშებს ესწრება და ღიად უჭერს მას მხარს.