ბრუკლინ ბექჰემი და ქლოე მორეთსი კვლავ ერთად არიან. წყვილი გარკვეული პერიოდი დაშორებული იყო, თუმცა ახლა, სოციალური ქსელის მეშვეობით ერთმანეთს სიყვარულში თამამად უტყდებიან. 18 წლის ფოტოგრაფი და 20 წლის მსახიობი ნიუ-იორკში, Xbox Live Session-ის ღონისძიებას ესტუმრნენ. ოფიციალური გამოსვლისთვის წყვილმა ერთნაირი სტილის სამოსი არჩია: ორივე მათგანი დიდი ზომის ჯინსის ქურთუკებს ატარებდა.
დევიდ ბექჰემის შვილმა და ქლოემ შეხვედრები 2014 წელს დაიწყეს. ერთი წლის შემდეგ დაშორდნენ, 2016 წელს კი ურთიერთობა განაახლეს. ამას კვლავ დაშორება მოჰყვა, მათ ურთიერთობას ხელს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება უშლიდა. ახლა, ბრუკლინი ნიუ-იორკის კოლეჯში სწავლობს და ამერიკელ შეყვარებულთან დროს სასიამოვნოდ ატარებს.