ტეილორ სვიფტის ახალი შეყვარებული, ჯო ალვინი, Prada-ს კაცების ხაზის 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სახე გახდა.
26 წლის ბრიტანელი მსახიობი მომღერლის მოდის ახალი ხაზის უკანასკნელ კამპანიაში იღებდა მონაწილეობას, რომელმაც ტეილორის ფანები აღაფრთოვანა. ვილი ვანდერპერის მიერ გადაღებული კამპანია ალვინისთვის პირველი იყო სამოდელო სფეროში.
მსახიობმა ბილი ლინის ფილმში მონაწილეობით დაიწყო კარიერა, ტეილორთან შეხვედრას რაც შეეხება, ისინი 2017 წლის ზაფხულის დასაწყისიდან არიან ერთად. წყვილი თავიანთი ურთიერთობის დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა ტეილორის გულშემატკივრები ირწმუნებიან, რომ მომღერლის ახალი სიმღერა სწორედ ალვინს ეძღვნება.