150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ამერიკული Harper’s Bazaar -ის ჯგუფმა "ვარსკვლავური ომებით" შთაგონებული ფოტოსესია გადაიღო, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი ტოპ-მოდელები იღებენ.
კენდალ ჯენერი, ბელა და ჯიჯი ჰადიდები, კაია გერბერი და ტეილორ ჰილი Star Wars-ის საკულტო თემის ფონზე დგანან, რომელიც ბრაიან რუდმა შექმნა: "რედაქტორებმა ფილმიდან მათი საყვარელი სცენების შექმნა მთხოვეს, ამასთან მოდელები მის ფონზე იდეალურად უნდა გამოჩენილიყვნენ"
ჰადიდების ფოტოები The Empire Strikes Back-ის შთაგონებით შეიქმნა, ჯენერის და ჰილის კი A New Hope-ის ილუსტრაციებით.
კენდალ ჯენერი
ბელა და ჯიჯი ჰადიდები
კაია გერბერი
ტეილორ ჰილი