Gucci მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი ბრენდი აღარაა - Balenciaga-მ ის უკან ჩამოიტოვა და ყველაზე მოთხოვნად ბრენდებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. Business of Fashion-მა მოდის გავლენიანი ბრენდები კიდევ ერთხელ შეაჯამა და განაცხადა, რომ Balenciaga ლიდერია. ფრანგულმა ბრენდმა ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ხელმძღვანელობით, უდიდესი ნაბიჯი გადადგა და გლობალურ წარმატებას მიაღწია. წინა გამოკვლევებით, Balenciaga Gucci-სა და Yeezy-ს შემდეგ, მხოლოდ მესამე ადგილს იკავებდა.
"ახლმა ლოგომ და ადგილმდებარეობამ ბრენდი გაცილებით წარმატებული გახადა. დემნა გვასალია განაგრძობს ისეთი პროდუქტების შექმნას, რომელსაც მოდის სამყარო ჭკუიდან გადაჰყავს."
კიდევ ერთი დიდი სურპრიზი მესამე ადგილას გასული ბრენდია: Off-White - უკანასკნელ კვირეულზე წარმოდგენილი კოლექციის შემდეგ, მან 34-ე ადგილიდან მესამეზე გადმოინაცვლა. მას მოჰყვება: Vetements, Givenchy, Valentino და Saint Laurent. დემნა გვასალიას ბრენდი Vetements საკუთარ პოზიციას ღირსეულად ინარჩუნებს: ის კვლავ მე-4 ადგილზეა.