მილანში გატარებული მზიანი დღეები ანუკი არეშიძისთვის საუკეთესო შთაგონება აღმოჩნდა. ქართველი დიზაინერი იტალიას ოჯახთან ერთად ესტუმრა და ჰაეროვანი კაბების შექმნის გარეშე, მისგან თავი ვეღარ დააღწია. ანუკიმ ის ჯერ მილანის მოდის კვირეულზე გამართულ შოურუმში წარადგინა. თბილისში, კოლექციამ მზის სხივი Mercedes Benz Fashion Week-ის ფარგლებში იხილა: ლოკაცია საუცხოოდ იყო შერჩეული. ხეების პავილიონში მოდელებმა თავი ნათელი, ბრჭყვიალა სამოსით მოიწონეს.
ამ საოცარ გარემოში თითოეული მოდელის ხილვა თითქოს მაყურებელსაც მზიან იტალიის კუნძულებზე ანაცვლებს. თითოეულ სამოსში ქართველი დიზაინერის უნიკალურ ინდივიდუალიზმს ვხედავთ: ასიმეტრიული პერანგები ოქროსფერი და ვერცხლისფერი დეტალებით გაფორმებულ კაბებს იდეალურად ეხამება. აღსანიშნავია, რომ დიზაინერი ფეხსაცმელებსაც ოსტატურად ქმნის: ბევრი მათგანი კანტებით კოჭებთან იკვრება.