ლოს ანჯელესში Hollywood Film Awards-ის ყოველწლიური ოცდამეერთე ცერემონია გაიმართა. სასტუმროში The Beverly Hilton Hotel ჰოლივუდის წამყვანი ვარსკვლავები შეიკრიბნენ: ანჯელინა ჯოლი, მარგო რობი, დაკოტა ჯონსონი და სხვა. სწორედ ეს პრემია არის კინოდაჯლდოვებების მარათონის გამხსნელი, ნომინანტი ფილმები კი კინოსამყაროს მთავარი დაჯილდოების „ოსკარი“-ს ცერემონიალში მიიღებენ მონაწილეობას. საუკეთესო მსახიობ მამაკაცად ჯეიკ ჯილენჰოლი დასახელდა, საუკეთესო მსახიობ ქალად კი ქეით უინსლეტი. გარი ოლდმანმა „კარიერაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ მიიღო ჯილდო, საუკეთესო ფილმად კი კრეიგ ჰილესპის დრამა „მე, ტონია“ დასახელდა, სადაც მთავარ როლს მარგო რობი თამაშობს.
როგორც ყოველთვის, ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე ამჯერადაც იწონებდნენ თავს ცნობილი დიზაინერების მიერ შეკერილი არაჩვეულებრივი სამოსით.
1. მარგო რობი Louis Vuitton-ის კაბით
2. დაკოტა ჯონსონი Calvin Klein-ის სამოსით
3. ელიზაბეტ ოლსენი Dolce & Gabbana-ს კოსტიუმით
4. ანჯელინა ჯოლი
5. ქეით მარა
6. ქეით უინსლეტი Elie Saab-ის სამოსში
7. ტატიანა მასლანი Diane von Furstenberg-ის კაბით
8. ბრაის ბალას ჰოვარდი À Sept-ის კაბით
9. ემი ადამსი
10. კერი მალიგანი Calvin Klein-ის სამოსით
ფილმის „ბედის ბორბალი“ გმირი ქეით უინსლეტი სამადლობელი სიტყვის სათქმელად სცენაზე ავიდა, მან განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია ელისონ ჯენით, რომელიც გამარჯვებულ ფილმში „მე, ტონია“ თამაშობს და სურს, რომ ოდესმე აკოცოს მას.
ასეთი გულახდილი განცხადების შემდეგ ელისონი სცენაზე ავიდა: „ეს მოხდება ახლა“. მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე მსახიობებმა ერთმანეთს აკოცეს, კოცნის ამსახველი ვიდეო მალევე გავრცელდა ინტერნეტში.