ამერიკული Vogue თბილისის Mercedes-Benz Fashion Week-ს ესწრება და აქტიურად გვთავაზობს მოდის კვირეულზე დამწრეთა ჩაცმულობას. ამჟამად, მან ყურადღების გამახვილება ერთ-ერთ მოდელზე გადაწყვიტა: თიკა მახარაძე თბილისის მოდის კვირეულების ერთ-ერთი მოთხოვნადი მოდელია. პრესტიჟულმა გამოცემამ გოგონას უჩვეულო გარეგნობის და სტილის აღნიშვნა გადაწყვიტა. მისი იმიჯი ფოტოგრაფების უმეტესობას იზიდავდა.
მოდელმა ისეთი დიზაინერების ჩვენებებში მიიღო მონაწილეობა, როგორებიც არიან: გოლა დამიანი, ჯანაშია, გიორგი კებურია, თათუნა ნიკოლაიშვილი.... ამასთან, თიკა სამი შვილის დედაა. 28 წლის მოდელი 19 წლის ასაკში დაქორწინდა. მახარაძეს 8 წლის ალექსანდრა და 5 წლის ტყუპები: სანდრო და ნიკო ჰყავს: "ახალგაზრდა დედა ვარ, ენერგიით სავსე. როცა ალექსანდრა 20 წლის იქნება, მე 40 წლის ვიქნები და ვფიქრობ ვიმეგობრებთ. მინდა მისთვის და უფრო ვიყო, ვიდრე დედა."-აცხადებს თიკა.
Vogue იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ საქართველოში პატარა ასაკში გათხოვება უცხო არაა და პირიქით, ეს მრავალწლიანი ტრადიციაა. "ვფიქრობ ეს შეიცვლება"-აცხადებს მოდელი პატარა ასაკში დედობის შესახებ-"ვერც კი აანალიზებ, რამხელა პასუხისმგებლობა გენიჭეება. ეს ძალიან რულია, თუმცა ამავდროულად საუკეთესო რამ, რაც კი შეიძლება შეგემთხვას".
მიუხედავად იმისა, რომ თავის უდიდეს დროს შვილებს უთმობს, მისი ცხოვრებისეული გზა დამიანთან საუბარმა შეცვალა, რომელმაც დაარწმუნა, რომ ამ წლის ჩვენებებზე მონაწილეობა მიეღო.
"მან დამირეკა და მითხრა: "თიკა შენ ჩემს შოუში გამოდიხარ და უარს არ მივიღებ.", შემდეგ სხვა დიზაინერმა დაურეკა და უთხრა, რომ სურდა მონაწილეობა მის შოუშიც მიეღო. სწორედ აქედან ტრანსფორმირდა მახარაძის სამყარო.