მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ბიონსე ტყუპების დედა გახდა ის მაინც ახერხებს არაჩვეულებრივ ფორმაში ყოფნას და არც თავისი ფორმების დემონსტრირებას ერიდება - ცოტა ხნის წინ მომღერალმა გულშემატკივრები ჰელოუინის კოსტიუმით გააკვირვა: ის ჰელოუინის წვეულებაზე მეუღლესთან ერთად ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის ლილ კიმის კოსტიუმით მივიდა, ჯეი-ზიმ კი Notorious B.I.G.-ის კოსტიუმი მოირგო.
როგორც სჩანს, ბიონსე იმდენად აღფრთოვანდა საკუთარი კოლეგის ჩაცმულობით, რომ მან ლილ კიმის რამდენიმე იმიჯის მოსინჯვა სცადა. ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოები კი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
ბიონსეს ჰელოუინის იმიჯმა გულშემატკივრები აღაფრთოვანა: ფოტოების კომენტარებში ისინი აღნიშნავენ, რომ მომღერალს რეტრო სტილი ძალიან უხდება და ამ იმიჯით ის კიდევ უფრო სექსუალურია. გულშემატკივრების გარდა ბიონსე თავად ლილ კიმმაც შეაფასა და განაცხადა, რომ მას ძალიან მოეწონა ვარსკვლავის ეს გადაწყვეტილება. ლილ კიმმა საკუთარი და ბიონსეს სურათები ინსტაგრამზე ატვირთა.