ბრენდმა Situationist, რომელიც საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში თავს აქტიურად იმკვიდრებს, თბილისის Mercedes Benz Fashion Week-ის ფარგლებში ახალი საგაზაფხულო კოლექცია წარმოადგინა. ჩვენება ცნობილ კლუბ, ბასიანზე გაიმართა და მას სტუმართა ლიმიტირებული რაოდენობა ესწრებოდა. გრძელი პალტოები, შარვალ-კოსტიუმები, ფართო ქვედაბოლოები, ტყავის სამოსი და მინი კაბები - ირაკლი რუსაძემ და დავით გიორგაძემ ძლიერი ქალის იმიჯი ამგვარად წარმოგვიდგინეს: