ვარსკვლავებისთვის საჩუქრების არჩევა დიდ სიძნელეს წარმოადგენს, იმიტომ რომ, დიდი შანსია, მათ ის ჰქონდეთ, რისი ჩუქებაც გადაწყვიტე. როდესაც ცნობილი ადამიანები ერთმანეთისგან მიღებულ საჩუქრებს ასაჯაროებენ, გულშემატკივრების აღელვებას იწვევენ. რა შეიძლებოდა ეჩუქა ჯენიფერს ბრიტნისთვის ისეთი, რომ მისი დიდი აღტაცება გამოეწვია?
ლოპესმა ახლახან Giuseppe Zanotti-სთან ერთად, 12 მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შექმნა, რომელთა ფასებიც 895$-დან 2995 $-მდე მერყეობს. მათგან ერთ-ერთი, ხორცისფერი მოდელი კი კოლეგა მომღერალს ლას-ვეგასის შოუსთვის უსახსოვრა.
ბრიტნიმ ჯენიფერისგან 1985 დოლარიანი ფეხსაცმელი მიიღო, რომელსაც ქუსლი კრისტალებით აქვს მორთული.
ბრიტნი ჯენიფერის პოზიტიურ წერილსაც აქვეყნებს და მეგობარს მადლობას უხდის.
ჯენიფერმა დიზაინერთან ერთად, უკვე მეორე კოლექცია შექმნა: