დრამატული საუნდტრეკის ფონზე, დათუნა სულიკაშვილის მოდელებმა ძირითადად შავი ფერის ტონალობის სამოსი წარმოადგინეს. თითოეული მათგანის სერიოზულ იმიჯზე სათვალეები აგებდა პასუხს. 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ძირითადი ხაზი გრძელი ხალათის სტილის მოსაცმელები და მანტოები გახდა. შავ სამოსში აქა-იქ თეთრი დეტალები გამოიკვეთა. მხოლოდ კოლექციის დასარულს გამოჩნდა ღია და ნათელი - ყვითელი ტონალობა, თუმცა შოუ მაინც შავი ფერის კაბამ დახურა.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მოდელზე შარვლის ფორმის ფეხსაცმელები - ამ ორი სამოსის ნაერთი გამოიკვეთა, რაც შეიძლება ითქვას, რომ მოდის ინდუსტრიაში დემნა გვასალიამ წარმატებულად დაამკვიდრა. გრძელი და მოკლე კაბები თავისუფალი ჭრილებით ხასიათდება და სიარულის დროს ჰაეროვნობის შთაბეჭდილებას იძენს. ასევე ყურადღებას ნაქარგებით გაფორმებული ბადე-კაბეები იპყრობს. დეტალებში გრძელი საყურეებიც იჩენს თავს - ესეც თეთრი და შავი ფერის.