3 ნოემბერს კენდალ ჯენერი 22 წლის გახდა. სუპერმოდელმა დაბადების დღე ლოს-ანჯელესში ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა და წვეულებაზე შეყვარებულიც მოიპატიჟა. დებს ტოპები ეცვათ - იუბილარის ჩაცმულობა მალევე დიდი განხილვის საგანი გახდა. კენდალს Saint Laurent-ის ძვირადღირებული ფეხსაცმელი ეცვა. წვეულებაზე მეგობრებიდან ჰეილი ბოლდუინი გამოჩნდა. ბელა ჰადიდმა სუპერმოდელ მეგობარს საჯაროდ მოუხადა ბოდიში: "შენი სიცილით ყველას აღიმებ. ძალიან მინდა დღეს შენთან ერთად ვიყო, მაგრამ ჩვენ ერთად სულ მალე აღვნიშნავთ. მიყვარხარ ჩემო ლამაზო კენდალ!"