ბენედიქტ კამბერბეტჩი ჯგუფ Radiohead-ის სოლისტმა ჩაწერა: ჟურნალ Interview-ში მსახიობის ახალი შავ-თეთრი ფოტოსესია გამოქვეყნდა. გარდა იმისა, რომ მსახიობმა საკუთარი ბიოგრაფიის დეტალები გაამხილა, თავი უცნაური ფოტოებითაც მოიწონა. ბენედიქტი ხშირად ინტელექტუალურ პერსონაჟებს თამაშობს, რომლებსაც მარტივი ხასიათი არ აქვთ.
ტომ იორკმა ბენედიქტს სამსახიობო კარიერაზე ჰკითხა: აღმოჩნდა, რომ კამბერბეტჩი ახალი როლის მორგებისას საპირფარეშოში ტირის. ამიტომაც, მუშაობას სახლის გარეთ ამჯობინებს, რათა ახლობელი ადამიანები არ შეაშინოს.
"ვცდილობ რეპეტიცია სახლში არ გავიარო, რადგანაც ბავშვებზე მამის უცნაურმა ქმედებებმა შეიძლება ცუდად იმოქმედოს. ჩემთვის აუცილებელია საკუთარ თავთან მარტო დავრჩე და სადმე ჩავიკეტო. ვცდილობ სამსახური და პირადი ცხოვრება გავმიჯნო. ხშირად ვეძებ კავშირს პერსონაჟებსა და ჩემს რეალურ ცხოვრებას შორის. როცა სახლის ზღურბლს ვაბიჯებ და ვბრუნდები, როლების შესახებ ვივიწყებ და ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ."
"შერლოკის" და "დოქტორი სტრეინჯის" შემსრულებელს წერა იტაცებს, ამასთან ფრანგულად:
"ვეჭვობ, რომ ამისგან რაიმე ღირებული გამოდის. ხშირად ვუფიქრდები თუ რისთვის ვწერ. ხანდახან, სიუჟეტის იდეა ყოველდღიური ცხოვრებისგან ჩნდება. ხანდახან ვწერ იმაზე, რისი დამახსოვრებაც მინდა."