დღეს კენდალ ჯენერი 22 წლის გახდა. გოგონა-ფენომენი, რომელმაც ამერიკული Vogue დაიპყრო და კარლ ლაგერფელდის მუზის სტატუსი მოიპოვა. 85 მილიონი გამომწერი ყოველდღიურად ხედავს თუ რითია დაკავებული კენდალი, როგორ იცვამს და ვისთან ერთად ატარებს დროს. გოგონა მხიარული ხასიათით, მომხიბვლელი ღიმილითა და გრძელი ფეხებით - 5 მიზეზი არსებობს თუ რატომ უყვართ ასე ძალიან კენდალ ჯენერი:
#1 კარიერა
პირველ რიგში შრომისთვის - კენდალი ერთადერთი დაა, რომელიც პოპულარული კარდაშიანების ტელეშოუს გამო არ გამხდარა. ამ სეზონზე გოგონამ მონაწილეობა პარიზის, მილანის, ლონდონის და ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე მიიღო. La Perla-სთან კონტრაქტის გამო კენდალმა უარი Victoria's Secret-ზეც კი თქვა. მოდელმა საკუთარი ხაზიც შექმნა Kendall + Kylie, რომელსაც დასთან ერთად მართავს.
#2 A$AP Rocky-ის საყვარელი გოგონა
კენდალმა თავნება მუსიკოსის გულის მოგება ყველანაირი ძალისხმევის გარეშე შეძლო. თანამედროვეობის ყველაზე გავლენიანი რეპერი პირად ცხოვრებას არ ასაჯაროებს, ამიტომ მისი და მოდელის ერთად გამოჩენა ნამდვილად დიდი სენსაცია ხდებოდა.
#3 საკუთარი თავის ერთგული
კენდალს ვერ იხილავთ ვარდისფერი პარიკით, ხორცის კოსტიუმითა თუ სკანდალური მაკიაჟით - ეპატაჟურობა მისი დამახასიათებელი არაა. ლამაზმანმა საკუთარი იმიჯი შეიქმნა და მის მიმართ ერთგული რჩება. იცვამს იმ სამოსს, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობს, თმის ბუნებრივ ფერს ინარჩუნებს და წითელ ხალიჩაზე მაქსიმალურად ბუნებრივი მაკიაჟით ჩნდება.
#4 შინაგანი თავისუფლება
გვიყვარს მოდელები კომპლექსების გარეშე, რომლებიც საკუთარი ქალურობით ტკბებიან. გოგონა ხშირად ჩნდება სამოსით, რომლის შიგნითაც ქალის თეთრეული არ აცვია. კენდალ ჯენერი სხეულის ბუნებრივი ფორმების სილამაზეს წარმოაჩენს.
#5 თავისი სტილი
კენდალს ინდივიდუალური სტილი ნამდვილად აქვს: მოდელი ჯინსის დიდი გულშემატკივარია. მის მაგალითზე ვსწავლობთ თუ როგორ ვატაროთ ჯინსი ასე მრავალფეროვნად.