ოქროსფერი სამოსი და აქსესუარები როგორც სჩანს, აქტუალობას არ ჰკარგავს. ამ ფერის ფეხსაცმელს, ჩანთებსა და კაბებს მოდის კვირეულების პერიოდში ხშირად ვხედავთ. ოქროსფერი ნივთები ფოტოგრაფების თვალთახედვაში ხშირად ჩნდება. იმისათვის, რომ ამ ფერის ტარება გემოვნებიანად შეძლოთ, ერთი წესი უნდა დაიცვათ: სჯობს ნაკლები, ვიდრე მეტი. ამ ტონალობის მხოლოდ ერთი ან ორი ნივთი უნდა გქონდეთ. საინტერესოა რასთან ერთად ვატაროთ ოქროსფერი, იმისთვის, რომ ქუჩის ჩაცმულობის ვარსკვლავი გახდეთ.