თანამედროვე მოდის სამყაროს ყველაზე გავლენიან ფიგურას დაბადების დღე აქვს - ანა ვინტური 68 წლის გახდა. ამერიკული Vogue მისი მთავარი რედაქტორობის წყალობით, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული მოდის გამოცემა გახდა. 1988 წელს მისი სადებიუტო ყდა გამოვიდა, რომელზეც მიკაელა ბერკუ იყო გამოსახული. მოდელს Guess-ის 50 დოლარი ღირებულების ჯინსი და Christian Lacroix-ს 10 ათასი დოლარი ღირებულების მოსაცმელი ეცვა. ახალმა ყდამ ორი სენსაცია მოახდინა: პირველად ისტორიაში ყდაზე ჯინსით შემოსილი მოდელი გამოჩნდა, რომელიც ამასთან, არც კადრში იყურებოდა.
1992 წელს, ჟურნალის 100 წლის იუბილე შედგა. საიუბილეო ნომერზე პატრიკ დემარშელიეს ფოტობიექტივში ყველა იმ დროის ტოპ-მოდელი მოხვდა.
სინდი კროუფორდი, 1993
რენე ზელვეგერი - ჰილარი კლინტონი
1998
ჟიზელ ბიუნდჰენი და ჯორჯ კლუნი 2000
ნიკოლ კიდმანი 2003
სარა ჯესიკა პარკერი 2005 - კირსტენ დანსტი 2006
მიშელ ობამა 2009 - რიანა 2014
ლედი გაგა 2011-2012
კიმ კარდაშიანი და კეინი უესტი 2014
"მსოფლიოს ყველაზე განხილვადი წყვილის" გარეკანზე აღმოჩენამ დიდი გამოხმაურება მოიპოვა და ნამდვილი სენსაცია გახდა. ანა ვინტურმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი ოსტატობა.
კარა დელევინი, კარლი კლოსი, ჯოან სმოლსი - 2014
ბიონსე 2015 - კენდალ ჯენერი 2016
ტოპმოდელები 2017
ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი - ჯენიფერ ლოურენსი 2017
ანა ვინტური ადრე და ახლა