New and World Report-მა გადაწყვიტა ქალებისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყანათა რეიტინგი შეედგინა. პროექტში 80-მა ქვეყანამ და 9 000-ზე მეტმა ქალმა მიიღო მონაწილეობა. რეიტინგი შეადგინეს გენდერულ თანასწორობაზე, თანაბარი ხელფასების ოდენობაზე, უსაფრთხოებასა და პროგრესზე დაყრდნობით.
10. ახალი ზელანდია
ახალი ზელანდია ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა. აქ ბუნებრივი საფრთხეები თითქმის არ შეინიშნება: ფაუნაში არც მომწამლავი გველები და არც ველური ცხოველები არ არიან.
• ახალი ზელანდია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის საუკეთესო პირობების შექმნაში ლიდერია.
• ქუჩებში აბსოლიტური სისუფთავეა. უცნობი ადამიანების მისალმება და გამოკითხვა უბრალოდ სიამოვნებაა.
9. ავსტრია
ქვეყანა მაღალი ხელფასებით გამოირჩევა. ვალსი, სამთო სპორტი და ტორტი -ესაა რაც პირველი ავსტრიაზე გვახსენდება.
• ავსტრიელები არასოდეს ჩქარობენ. მათ უბრალოდ არსად არ ეჩქარებათ.
• ჯანსაღად იკვებებიან. ავსტრიელი ქალბატონების მხოლოდ 20 %-ს აქვს წონის პრობლემა. ეს ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
• საღამოს 8 საათის შემდეგ, ქალაქების ქუჩებში მხოლოდ ტურისტები არიან. ქალაქის მაცხოვრებლები საღამოს გატარებას მეგობრების ან ოჯახის გარემოცვაში ამჯობინებენ.
• ქალებს არ უყვართ კოსმეტიკის ხმარება, რადგანაც ფიქრობენ, რომ ის მავნეა სახის კანისთვის. მათ არასოდეს აცვიათ „ვულგარულად“.
8. ავსტრალია
ავსტრალია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ბოლო წლებში ქალებმა მთავრობაში, გლობალურ კომპანიებსა თუ უნივერსიტეტებში უმაღლესი ადგილები დაიკავეს.
• ნებისმიერ ავტორიტეტს კრიტიკულად უდგებიან. მეტ პატივისცემას ამჟღავნებენ იმ ადამიანების მიმართ, ვინც წარმატებისთვის იბრძვის და ჯერ არაფრისთვის მიუღწევია, და არა უკვე წარმატებულის მიმართ. მაღალი თვითშეფასება აქ არ უყვართ.
• აქ ბიზნესსს გულწრფელი დამოკიდებულებით უდგებიან.
7. შვეიცარია
შვეიცარიის პარლამენტის უდიდესი ნაწილი ქალებისგან შედგება. კარგი შოკოლადის, ყველისა და მოგზაურობის მოყვარულები ქუჩებში თავშეკავებულები, შვებულებაში კი აქტიურები არიან.
• შევიცარიელი შეიძლება ამგვარად გავაერთიანოთ: პედანტური და საქმიანი გერმანელი, ემოციური იტალიელი და დახვეწილი ფრანგი.
• თუ წერია, რომ ავტობუსი 14:42-ზე მოვა, დარწმუნებულები იყავით რომ ასე იქნება. ვერც თოვლი და ვერც წვიმა ვერ შეუშლის მას ხელს დათქმულ დროს 1 წუთი მაინც გადააცილოს.
• ბავშვი სკოლაში 40 წუთით ადრე უნდა მივიდეს. გაკვეთილამდე სასადილოში კაკაო და ცხელი კრუასანები მიირთვას და აუდიტორიაში ისე ავიდეს.
• ძალიან უყვართ მეგობრები და ხშირი მეგობრული შეხვედრები.
6. ფინეთი
ფინეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ქალებს ხმის მიცემის უფლება მისცა. აქ განათლების მიღება თუ ანაზღაურება ქალებსა და კაცებს შორის თანაბარია.
• ნელი საუბარი მათი ხასიათის ნაწილია. ფინელი არისტოკრატი – ეს მშვიდი და ჩუმი ადამიანია.
• ფინეთში რესტორანში ვახშმობისას მიღებულია, რომ ყველამ თავისი საკვების აანაზღაუროს. ამით პარტნიორული ბალანსის დაცვას ცდილობენ.
• სტუმრებს განსაკუთრებულად ხვდებიან, სპეციალური მომზადებით, ხანდახან 2 კვირის მანძილზეც კი ემზადებიან.
5. კანადა
კანადის მთავრობა ქალთა უფლებებს არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო დონეზეც იცავს.
• კანადელი ქალებისთვის მაკიაჟი მიღებული და სასიამოვნო არაა. ისინი იმ შემთხვევაში ხმარობენ მას, თუ წვეულებაზე მიდიან.
• კანადელებს ყველაზე კეთილი ხალხის სტატუსი აქვთ. აქ „ჩაის“ უტოვებენ როგორც მიმტანს, ისე ტაქსისტს და ნებისმიერ მომსახურე პერსონალს.
• მეგობრები ძირითადად თანამშრომლები, ჯგუფელები, გუნდის წევრები ან მეზობლები არიან.
4. ჰოლანდია
მედდის დახმარება ორსულ ქალბატონს დაზღვევით ეფარება. ჰოლანდია ყველა სფეროში ცდილობს გენდერული თანასწორობის დაცვას.
• განსაკუთრებული ჯანმრთელობით გამოირჩევიან. ზამთარშიც კი ძალიან თხლად აცვიათ.
• ყველაზე საყვარელი და დიდი რაოდენობის ტრანსპორტი ველოსიპედია.
• ყვავილებს აღმერთებენ, რადგანაც მათთვის ეს ძალიან ძვირფასი ნივთია.
• მათი ვახშამი უბრალო სენდვიჩია.
• ჰოლანდიაში არაა მიღებული, რომ მამაკაცმა გამოიჩინოს ინიციატივა ქალთან ურთიერთობაში.
3. ნორვეგია
აქ ქალების დეკრეტი 35 კვირას ითვლის, უწყვეტი ხელფასით. ან 45 კვირას ხელფასის 80%-ის ოდენობით. 1980 წლიდან ნორვეგიის მთავრობის ნახევარი ქალებისგან შედგება.
• ძალიან უყვართ წიგნები. ყველა ახალი ნამუშევრის 1000 ასლს ყიდულობენ ბიბლიოთეკებში დასარიგებლად.
• აქ მამაკაცებსაც აქვთ დეკრეტი 14 კვირის ოდენობით.
• აქ არ არის მიღებული ვინმეს ადგილი დაუთმო ტრანსპორტში, ასე თქვენს უპირატესობას უსვამთ ხაზს მის წინაშე.
• დღე 10 საათზე იწყება და 3-ზე ან 4-ზე მთავრდება. ამ პერიოდში ლანჩის დრო და ჩაის შესვენება შედის.
2. დანია
დანია ადგილია, სადაც განათლება ფაქტობრივად უფასოა.
• ყველაზე განვითარებული ტრანსპორტი ველოსიპედია.
• სახლის დალაგება, ჭურჭლის გარეცხვა, მაღაზიაში პროდუქტზე გასვლა და ბავშვზე ზრუნვა - აქ მამაკაცებისთვის ჩვეუელებრივი საქმიანობაა.
• შენობების მაქსიმალური სიმაღლე 6 სართულია.
1. შვედეთი
აქ ქალების ჩართულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
• კვირაში რამდენჯერმე აქვთ ყავის სმისა და საუბრის ტრადიცია. მასზე უარის თქმა ცუდი ტონია.
• ივნისის ბოლოდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე ქვეყანაში საყოველთაო არდადეგები იწყება. ამ დროს ქუჩებში ხალხმრავლობას ვეღარ შენიშნავთ.
• შოკოლადების ჭამა აქ უბრალოდ ტრადიციაა. ყველა შვეიცარიული ოჯახი კვირაში 1,2 კილოგრამ ტკბილს მიირთმევს.
• ადრე დგებიან და ადრე წვებიან. გვიან ყოველთვის სახლში მიიჩქარიან იმისთვის, რომ მალე დაიძინონ.