ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი იმერეთის, ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებს მოიცავს, ის საქართველოს ცენტრალურ ნაწილშ მდებარეობს და მისი ფართობი 107 083 ჰექტარს მოიცავს. ეს ადგილი ულამაზესი ბუნებით ნამდვილად გამოირჩევა სწორედ ამიტომ ყოველწლიურად მას უამრავი ტურისტი სტუმრობს. აქ ტურისტებს ეძლევათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ლაშქრობებში, ასევე არის საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, გამოყოფილია ცეცხლის დასანთები ადგილებიც. აქ ვიზიტორებს შეუძლიათ სალაშქრო, საცხენოსნო, კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებით სარგებლობა. ამიტომ მათ ვისაც ბუნება და მოგზურობა გიყვართ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ნამდვილად არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებების ქვეშ დაგტოვებთ.