კოლხეთის ნაკრძალი შავი ზღვის სანაპიროზე, პალიასტომის ტბის მიდამოებში მდიბარეობს. მას აღმოსავლეთით მდინარე ეწერი, ხოლო სამხრეთით მდინარე ფიჩორი ესაზღვრება. ნაკრძალი 1935 წელს დაარსდა და მისი ფართობი 561 ჰექტარს შეადგენს.
კოლხეთის ეროვნული ნაკრძალში შემორჩენილია ძალიან მრავალფეროვანი, ჭაობების, დაჭაობებული ტყეებისა და ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე მცენარეები როგორებიცაა: რძიანა, ლურჯი ნარი, კოლხური ისლი, იმერული მაწაქი, გლერძა, ზღვისპირა დედაფუტკარა, ქოთანა, ძეძვი, კუნელი, ქაცვი და სხვა.
კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 194 სახეობის ფრინველი ბინადრობს. ადგილობრივად გავრცელებულია შემდეგი სახეობები: ტყის ქათმები, კაუჭნისკარტა კრონშნეპები, მელოტები, კოკონები, ქოჩორები, თეთრშუბლა ბატები, სისინა და მყივანა გედი, ხუჭუჭა ვარხვი და დიდი მყივანი არწივი. მსხვილი ძუძუმწოვრებიდან კოლხეთის ნაკრძალში გავრცელებულია: ტურა, გარეული ღორი, შველი და წავი.
კოლხეთის ნაკრძალი ნამდვილად ერთ-ერთია იმ ადგილებს შორის, რომლებიც არა მხოლოდ არაჩვეულებივი ბუნებით არამედ იშვიათი და წითელ ნუსხაში შეყვანილი ცხოველებითა და ფრინველებით გამოირჩევა. ეს იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც ბუნება ძალიან უყვარს.