აჭარის, ქობულეთის, ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტებს შორის მტირალას ეროვნული პარკი ამავე სახელწოდების მთაზე, მტირალას მთაზე მდებარეოობს, რომელიც ზღვის დონიდან 1761 მეტრ სიმაღლეზეა აღმართული. სახელი „მტირალა“ ამ ადგილმა ამინდის დამსახურებით გამოიმუშავა. ეს ევროპაში ყველაზე ტენიანი ადგილია, რადგან დროის უმეტეს დროს აქ წვიმს და სქელი ნისლია.
ყოველწლიურად მტირალას ელოვნული პარკი უამრავ ტურისტს მისი ულამაზესი ბუნების დამსახურებბით იზიდავს. ეს ადგილას გავრცელებულია ტყის მცენარეები. აქ შეხვდებით აჭარა-ლაზეთის იშვიათ ენდემურ სახეობებს და საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობებს.
პარკში ასევე უამრავი მტაცებელი ფრინეველები ბინადრობენ, როგორებიცაა ქორი, მიმინო, არწივი, კაკაჩა და სხვა. აქვე ბინადრობენ ღამის მტაცებლები: ზორნაშო, წყრომი და სხვა.
ეს ის ადგილია, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ეწვიოთ და მოინახულოთ ულამაზესი ბუნება, მთის ტბა, წალბნარის ჩანჩქერი და სხვა.