მაჩუ-პიკჩუს ინკას დაკარგულ ქალაქადაც მოიხსენიებენ. იქ 150-მდე სახლია, თუმცა დაზუსტებით არავინ იცის თუ რას წარმოადგენდა ადრე ეს ადგილი და რატომ მიატოვეს. ახლა ტურისტებისთვის მაჩუ-პიკჩუ ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ტურისტებს ჩასვლისას კუსკოს ადგილობრივ სასტუმროში ურჩევენ დარჩენას, რადგან სანამ მისტიური და ისტორიული ქალაქის სანახავად წავლენ აკლიმატიზაცია გაიარონ. დანიშნულების ადგილამდე მისვლად დაახლოებთ 7 დღე სჭირდება, თუმცა მათ ვისაც ფეხით სიარული არ იზიდავს კუსკოდან მაჩუ-პიკჩუმდე სპეციალური მატარებელი ემსახურებათ. მისი დიდი და მისტიური ისტორიის გარდა ეს ადგილი ტურისტებსა და ფოტოგრაფებს სილამაზით იზიდავს, სწორედ ამიტომ OK! წარმოგიდგენთ მაჩუ-პიკჩუში გადაღებულ შთამბეჭდავ ფოტოებს.